არსებობს შემთხვევები, როდესაც ოჯახში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო ბავშვები მზრუნველის გარეშე რჩებიან. ამის მიზეზი ზოგჯერ მშობლების მიერ ბავშვის უგულებელყოფა, ბიოლოგიურ ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის პრობლემები ან მძიმე ეკონომიკური პირობებია. ასეთ დროს, ბავშვები ხშირად სააღმზრდელო დაწესებულებაში ან ქუჩაში ხვდებიან, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას. თუმცა კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვების დახმარება შესაძლებელია მათი გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებით.
25 თებერვალს, “ევრიჩაილდ”-ის წარმომადგენლობამ საქართველოში განახორციელა ბავშვის გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსების პირველი შემთხვევა. დაბადებიდან მცირე ფიზიკური ტრამვის მქონე სამი წლის ბავშვი მშობლების უგულებელყოფის მსხვერპლი იყო და მზრუნველის გარეშე რჩებოდა. ბავშვი განთავსდა ოჯახურ გარემოში და მასზე ზრუნავენ მიმღები მშობლები, რომლებსაც თავიანთი ორი შვილი ჰყავთ.
“ევრიჩაილდ” საქართვლო და სოციალური მომსახურების სააგენტო ხელს უწყობენ გადაუდებელ მინდობით აღზრდის საჭიროების მქონე ბავშვების განთავსებას მიმღებ ოჯახებში, უმოკლეს ვადებში. მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვები არ წყდებიან ოჯახურ გარემოს კრიზისული მდომარეობის გამოსწორდებამდე. ისინი მიმღებ ოჯახებში რჩებიან 1 დღიდან 3 თვემდე, გრძელვადიან მინდობით ზრუნვაში განთავსებამდე ან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებამდე. გადაუდებელი მინდობითი აღზრდის ადვოკატირების გარდა, “ევრიჩაილდ”-ი ზრუნავს მიმღები მშობლების მოძიებასა და მათ ტრენინგზე.