სერთიფიკატების გადეცემა სოციალური მუშაკებისთვის რომლებმაც ახლახანს გაიარეს ტრენინგი



შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბ-ნი ანდრია ურუშაძე ტრენინგის სერტიფიკატს გადასცემს ხატია შარიქაძეს, "ევრიჩაილდ"-ის სოციალურ მუშაკს. ფოტო მოგვაწოდა UNIСEF-მა.

2011 წლის 19 მაისს, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/გაეროს ბავშვთა ფონდის პროექტის “ბავშვზე ზრუნვის სისტემის და მომსახურების გაძლიერება” ფარგლებში განხორციელდა ახლადდატრენინგებული სოციალური მუშაკებისთვის სერთიფიკატების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი. “ევრიჩაილდ” საქართველოს და ფედერაცია “გადავარჩინოთ ბავშვები”-ს მიერ შეირჩა 50 ახალი სოციალური მუშაკი, რომლებიც მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ საქართველოში ბავშვზე ზრუნვის რეფორმის განვითარების პროცესში. ახლადშერჩეული სოციალური მუშაკებიდან, 30 სოციალური მუშაკი 2012 წლიდან დასაქმდება სოციალური მომსახურების სააგენტოში. სოციალური მუშაკების როლის გაძლიერება წარმოადგენს პროექტის მთავარ მიზანს და ემსახურება ამ სფეროში რეფორმის წარმატებულად განხორციელებას, რამაც მომავალში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მასშტაბით ყველა მზრუნველობამოკლებული ბავშვის აღზრდა ოჯახურ გარემოში. სოციალური მუშაკები ხელს შეუწყობენ დარჩენილი დიდი ზომის ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების დახურვის პროცესს და იზრუნებენ ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული მომსახურების გავრცელებაზე, მინდობითი აღზრდის და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ჩათვლით.  

(მარცხნიდან მარჯვნივ) ბ-ნი ანდრია ურუშაძე, ბ-ნი კენტ ლოგსდონი და ბ-ნი როლანდ მონაში. ფოტო მოგვაწოდა UNICEF-მა.

“სოციალური სამუშაოს შესავალი” კურსის წარმატებულად დასრულებისთვის თერთმეტ სოციალურ მუშაკს გადაეცა სერთიფიკატები. ტრენინგს ფასილიტაციას უწევდა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია “ევრიჩაილდ”- ის საქართველოს ფილიალის სახელით.  ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა სოციალური სამუშაოს ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხის მქონე პირებისთვის სოციალური სამუშაოს უნარ-ჩვევების სწავლება. ორი დამატებით ჯგუფი, რომლებსაც არ გააჩნიათ აკადემიური ხარისხი სოციალურ სამუშაოში, დაესწრება ტრენინგებს “სოციალური სამუშაოს პრაქტიკის საფუძვლებში”, რომელიც დასრულდება სექტემბერში. სერთიფიკატების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ ბ-ნი ანდრია ურუშაძე  - შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; ბ-ნი კენტ ლოგსდონი -  საქართველოში აშშ საელჩოს წარმომადგენელი; და ბ-ნი როლანდ მონაში - გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში.

Print