ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის ხელშეწყობის პროექტი შეიქმნა ევროკავშირის საქართველოს დახმარების პროგრამის ფარგლებში. პროექტის სამუშაო აღწერილობა შემუშავდა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით. ტენდერში გაიმარჯვა ორგანიზაციათა კონსორციუმმა, რომელსაც ხელმძღვანელობს “ევრიჩაილდი”, დიდი ბრიტანეთის არასამთავრობო ორგანიზაცია,რომელიც საქართველოში ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე 1999 წლიდან მუშაობს. კონსორციუმში შედიან BMB Mott McDonald (ჰოლანდია) და “პარტნიორობა სოციალური ინიციატივებისთვის” (საქართველო).
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას ბავშვზე ზრუნვის ეროვნული სისტემის რეფორმირების საქმეში, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად.


პროექტი მიზნად ისახავს 5 ძირითადი შედეგის მიღწევას 2009 წლის ნოემბრის ბოლოსთვის:
• ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმის განხორციელებისათვის საჭირო ბავშვზე ზრუნვის სტრატეგიის გაუმჯობესება და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება;
• ბავშვზე ზრუნვის სისტემის ფუნქციების გადაცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი შესაბამისი ცენტრალური და ტერიტორიული სახელმწიფო ორგანოები განახორციელებენ ბავშვზე ზრუნვის თანამედროვე სახელმწიფო მომსახურებებს და იხელმძღვანელებენ მოქმედი პროცედურებით, რომლებიც დაეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვზე ზრუნვის ახალი სისტემის ეფექტურ მართვაში;
• ცენტრალური და ადგილობრივი უწყებების, მათ შორის სტანდარტების, კონტროლისა და მონიტორინგის უწყებრივი ერთეულების გაძლიერება, რაც ხელს უწყობს ბავშვზე ზრუნვის ახალი სისტემის ეფექტურ დაგეგმვას, მართვასა და მონიტორინგს;
• სპეციალური სატრენინგო პროგრამების შემუშავება, რომლებიც ადგილობრივ დონეზე არსებულ მომსახურების მიმწოდებლებს დაეხმარება პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერება/გაუმჯობესებაში, კვალიფიკაციის ამაღლებასა და მომხმარებლებისათვის საჭირო მომსახურებათა მიწოდებაში;
• საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის მნიშვნელობის თაობაზე, რაც ბავშვზე ზრუნვის რეფორმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.
• პროექტი მუშაობს უშუალოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (სთავაზობს სამინისტროს რჩევებსა და მხარდაჭერას), თუმცა, ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და ბავშვთა დაცვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სამთავრობო კომისიასთან.
|
ჯოანა ბასკოტი |
ნინო შატბერაშვილი |
სალომე სამიჭეიშვილი |
|
ია კლდიაშვილი |
ქეთი გოგიავა |
მაკა ჩხეიძე |