ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ჩართულობის ხელშეწყობის პროექტი

ევროკავშირის დელეგაციამ საქართველოში და “ევრიჩაილდ”-ის საქართველოს ფილიალმა ახლახანს ხელი მოაწერეს კონტრაქტს 20 თვიანი პროექტის განხორციელებაზე, რომლის მიზანიც ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ჩართულობის ხელშეწყობაა.
პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოში მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის უსაფრთხო, მზრუნველ ოჯახურ გარემოში გაზრდის საშუალების უზრუნველყოფა, სადაც დაცული იქნება მათი ინტერესები.
უფრო კონკრეტულად, პროექტის განხორციელების პერიოდში, მოხდება ბავშვებზე ზრუნვის სერვისის მიმწოდებელთა და ამ სერვისების მომხმარებელთა მობილიზაცია ქვეყნის მასშტაბით და მათი შესაძლებლობების განვითარება ინფორმაციის შეგროვებისა და მიწოდების კუთხით იმისათვის, რომ შეძლონ სრულფასოვნად ჩაერთონ პოლიტიკის შემუშავების პროცესში, რათა ხელი შეუწყონ და უზრუნველყონ ბავშვების მოწყვლადი ჯგუფისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რიგი ღონისძიებების ჩატარება. ამ დროისათვის, ძირითად ასოცირებულ პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ. ასოცირებულ პარტნიორ ორგანიზაციასთან გაფორმდა კონტრაქტი ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული სერვისების საფუძვლიანი შეფასების ჩასატარებლად. ამჟამად მიმდინარეობს ადვოკატირების საკითხებზე ტრენინგის დაგეგმვის პროცესი მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის, რომელშიც მცირე საოჯახო ტიპის სახლების, დღის ცენტრების თანამშრომლები და იქ განთავსებული 14-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები და აგრეთვე მიმღები მშობლები და მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვები მოიაზრებიან.
პროექტის განხორციელების შემდგომ ეტაპზე, “ევრიჩაილდი”, პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, შეიმუშავებს და განახორციელებს ადვოკატირების სტრატეგიას და საინფორმაციო კამპანიას, რათა ერთობლივი ძალებით ჩამოაყალიბონ რეკომენდაციები იმ გამოწვევების საპასუხოდ, რომლებიც კვლევის შედეგად გამოავლინდება.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში “ევრიჩაილდი”-ს მხარდაჭერით ა.წ. 28 თებერვალს, პირველად ქვეყანაში, “საქართველოს მიმღებ მშობლეთა ორგანიზაცია” დაარსდა. “ევრიჩაილდი”-ს გუნდმა ჩაატარა რამდენიმე შეხვედრა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ისეთ მიმღებ მშობლებთან, რომლებსაც არ ჰქონდათ ნათესაური კავშირი მინდობით ზრუნვაში განთავსებულ ბავშვებთან. შეხვედრების მიზანი მიმღები მშობლებისთვის ახლადშექმნილი ორგანიზაციის მიზნებისა, სტრუქტურისა და გაწევრიანების პირობების გაცნობა იყო.
ამის შედეგად, “საქართველოს მიმღებ მშობელთა ორგანიზაციას” მთელი ქვეყნის მასშტაბით 90-ზე მეტი წევრი ჰყავს. გამგეობის პირველი სხდომა ა.წ. 21 მარტს ჩატარდა, სადაც ორგანიაზაციის გამგეობის თავჯდომარედ არჩეულ იქნა ქ-ნი თეა ქირია, რომელსაც “ევრიჩაილდ”-თან თანამშრომლობისა და გადაუდებელი მიმღები მშობლობის გამოცდილება აქვს.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და “ევრიჩაილდ”-ის საქართველოს ფილიალმა ახლახანს ხელი მოაწერეს კონტრაქტს 20 თვიანი პროექტის განხორციელებაზე, რომლის მიზანიც ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში ჩართულობის ხელშეწყობაა.

Print